სტიპენდიის მისაღებად განაცხადები შეიტანეთ 5 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ II კორპუსი (ოთახი № 102), თსუ XI კორპუსი ( ოთახი № 303).
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- შევსებული განცხადება
- პირადობის მოწმობის ასლი
- საბანკო ანგარიშის ამონაწერი
შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საკონფერენციო მასალები და სხვ.)
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!
პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!
სტიპენდიის პირველადი შედეგები ფაკულტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 11 დეკემბერს. შედეგების აპელაცია შესაძლებელია მხოლოდ იმავე დღეს.